მკვლელობა თბილისში

2018-03-11 15:30:09

მკვლელობა თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცი გ.ხ. საკუთარ სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან 1 გასროლით მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს განცხადებით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.