ავარია მაგისტრალზე [photo]

2018-03-11 11:40:32

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე დაახლოებით 10 საათზე მოხდა. ქვემო ფონიჭალის გზის იმ მონაკვეთზე სადაც ახლა საგზაო სამუშაები მიმდინარეობს "ბე ემ ვე"-ს და "ნისანი"-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათი გადაყვანა უახლოეს კლინიკებში მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ავარიის გამო მოძრაობა მცირედით შეფერხებული იყო.