რუსთავის თეატრში იუმორისტული ღონისძიება გაიმართა.

2016-12-28 21:11:34

წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში იუმორისტული კონცერტი ჩატარდა. რუსთაველი მაყურებლის წინაშე მუსიკალური და იუმორისტული ნომრებით, „ილო ბეროშვილის შოუს“ მონაწილეები წარსდგნენ. კონცერტის მსვლელობისას გაიმართა გათამაშებაც, ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაწილეებთან ერთად, მაყურებლებისთვის სხვადსხვა პრიზები გაათამაშეს. ღონისძიება რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელსეწყობის ცენტრისა და ქალაქის თვითმმართევლობის ინიციატივით გაიმართა.