ავარიას მსხვერპლი მოჰყვა [video]

2018-03-09 18:50:04

ერთი დაღუპული და 6 დაშავებული - ქუთაისთან ახლოს 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისთან ახლოს, წყალწითელაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. დაზარალებულები სამედიცინო დაწესებულებეში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთ სამგზავრო მიკროავტობუსი, მსუბუქი და პიკაპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა. მიკროავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.