სისხლის ჩაბარების აქცია

2018-03-09 15:45:23

რუსთავში დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სისხლის ჩაბარების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე სულ 50-მდე ადამიანმა გაიღო სისხლი. აქციაში ჩართვა სავალდებულო არ იყო და თანამშრომლებს სურვილის მიხედვით შეეძლოთ მონაწილეობა. სისხლის გადასხმის სადგურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ვაჭარაძის განცხადებით, ღონისძიება ერთჯერადი ხასიათის არ არის და მსურველთა არსებობის შემთხვევში აქცია სამომავლოდ ისევ გაიმართება. დღეს გაღბული სისხლი შესაბამისი პროცედურების დაცვით შემოწმდება და სისხლის ბანკის რეზერვში შეინახება.