დატბორილი ქუჩები რუსთავში [photo]

2018-03-09 12:35:37

დატბორილი ქუჩები და ეზოები - მცირე ნალექმა რუსთავში პრობლემები შექმნა. წვიმამ პრობლემები შექმნა კოსტავას გარკვეულ მონაკვეთზე, წერეთელის ქუჩაზე, მელიქიშვილზე, რუსთაველის გამზირზე, გაგარინისა და მშვიდობის ქუჩაზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე სავალი გზა მთლიანად დაიტბორა, რის გამოც გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. მოსახლეობის თქმით, წვიმების დროს ქალაქში ერთი და იგივე პრობლემა იქმნება.

რუსთავში ასევე დატბორილია მე-17 და მე-16 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაც, მიუვალია შენობებთან მისასვლელი გზა. ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე არარსებობს სანიაღვრე ჭები, რის გამოც მოსახლეობა ყოველი წვიმის დროს აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას.