ავარია რუსთავში [video]

2018-03-08 23:35:11

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე დაახლოებით 23 საათზე მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, როგორც მძღოლი აცხადებს ის ნელა მოძრაობდა თუმცა ქვეითად მოსიარულემ ავტომობილი ვერ დაინახა და დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული, 50 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ნახეთ ვიდეო.