სიახლე ორსულებისთვის

2018-03-08 20:57:45

ორსულებისთვის ვაუჩერით გათვალისწინებული ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა. 1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები 8 ანტენატალური ვიზიტით ისარგებლებენ. ვიზიტები მოიცავს, როგორც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და ანალიზებს.

ორსულებმა, ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული მომსახურების  ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართონ შერჩეულ კლინიკას, სადაც გაივლიან ანტენატალურ მეთვალყურეობას მშობიარობამდე.