გამოფენა რუსთავის თეატრში (photo)

2018-03-08 15:30:20

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 12 რუსთაველი ქალბატონის ნამუშევრები- სამკაულები, აქსესუარები და დეკორაციული ნივთები. გამოფენის მიზანი ორგანიზატორების თქმით, არის ის, რომ რუსთაველმა მოსახლეობამ გაიგოს როგორი ხელოვანები ცხოვრობენ ამ ქალაქში და გაეცნონ მათს შემოქმედებას. აღსანიშნავია, რომ გამოფენა არ არის ერთჯერად ხასიათის და ის ყოველ სამ თვეში ერთხელ გაიმართება. პროექტი რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.