იქნება თუ არა საგაზაფხულო არდადეგები ბაღებში

2018-03-08 12:32:25

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 მარტს განახლდება. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ გაჩნდა კითხვა, შეეხებოდა თუ არა არდადეგებისა და დასვენების დღეების იგივე სისტემა ბაღებს.

"ინფო რუსთავი" რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა  სადაც განაცხადეს, რომ საგაზაფხულო არდადეგები ბაღში არ იქნება და სააღმზრდელო დაწესებულებები დაისვენებენ მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეებში. გაერთიანების ინფორმაციით,  12 მარტამდე ბაღებში თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული.  საჭიროების შემთხვევაში კი მშობელს შესაძლებლობა აქვს ბაღს განცხადებით მიმართოს, რომლის საფუძველზეც მოხდება ბავშვის გათავისუფლება.