სასიკვდილო თამაშის კიდევ ერთი მსხვერპლი

2018-03-08 11:47:53

სასიკვდილო ინტერნეტ თამაშის მორიგი მსხვერპლი თუ უბედური შემთხვევა. თემქაზე 14 წლის გოგონას გარადაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მეზობლების განცხადებით, მოზარდი თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა 14 წლის გოგონა სასიკვდილო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

 კიდევ ერთი ინფორმაცია,რომელიც მედიაში გავრცელდა. მოზარდი, რომელმაც გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა ადასტურებს რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული. არასრულწლოვანი ჰყევბა, რომ მეგობრებთან ერთად თამაშის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ამის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის მოძიება. მისივე თქმით, თვითმკვლელობის მცდელობა მხოლოდ თამაშს არ უკავშირდება.

სანადირო თოფით მიყენებული მრავლობითი დაზიანებების ფონზე, არაერთი ოპერაციის შემდეგ, მოზარდის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს. მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ არასრულწლოვანს ახლა 60 ათასი ლარი ესაჭიროება დამატებითი ოპერაციისთვის.