ჩხუბი მესხიშვილის ქუჩაზე

2018-03-07 23:31:46

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ჩხუბი მოხდა. არსებული ინფორმაციით ტაქსის მძღოლს და მგზავრს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბი შუა ქუჩაზე მიმდინარეობდა. ადგილზე რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გამოცხადნენ. სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ დაძაბულობა განიმუხტა და დაპირისპირებულმა მხარეებმა ტერიტორია დატოვეს.