მკვლელობის ახალი დეტალები [video]

2018-03-07 21:18:55

ახალი დეტალები მეგობრობის ქუჩაზე 46 წლის ქალის მკვლელობის საქმეში. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქალბატონი, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს, შესაძლოა ძარცვის დროს მოკლეს. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული. გარდაცვლილის მეზობლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოკლული ქალი სექსმუშაკი იყო. მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მისი ბოლო დროინდელი საქმიანობა სახელდება.

მეგობრობის ქუჩის მცხოვრებლები ძარცვის ვერსიასაც განიხილავენ, მათი თქმით მსგავსი ფაქტი რამდენიმე თვის წინაც დაფიქსირდა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თავდამსხმელსა და მოკლულს შორის მკვლელობამდე ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. ასევე საუბრობდნენ რომ, სახლი არეული და ნივთები გადაადგილებული იყო, ხოლო მოკლულს ძალადობის კვალი ეტყობოდა.

შსს-ის ინფორმაციით ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის. შეგახსენებთ, რომ უწყებამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნახეთ ვიდეო.