რუსთავში, მეგობრობის №22-ში 46 წლის ქალის ცხედარი საკუთარ ბინაში იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ქალი მარტო ცხოვრობდა, მოკლულის გვამი დღეს საღამოს სახლში მისულმა დედამ ნახა. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნახეთ ვიდეო.
ავტორი: ირმა კურტანიძე