''სოკარ ჯორჯია''-ს საჩუქარი რუსთავს

2018-03-07 15:14:58

რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანია სოკარ ჯორჯია რუსთავში სპორტულ მოედანს გააკეთებს. ასლანიკაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტის მიხედვით, სტადიონი კომბინირებული იქნება და მოედანზე როგორც ფეხბურთის, ასევე ფრენბურთისა და კალათბურთის თამაში იქნება შესაძლებელი. რეაბილიტაციის შემდეგ მოედანზე ქუჩის კალათბურთში ტურნირის გამართვა იგეგმება.

პროექტის ავტორების თქმით, რუსთაველებს, ასლანიკაშვილის ქუჩაზე განსხვავებული დიზაინის და არასტანდარტული სპორტული მოედანი ექნებათ.

პროექტის მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტულ ცხოვრებაში მეტი ახალგაზრდის ჩართვაა.