ხვალიდან სკოლებში არდადეგები იწყება

2018-03-07 13:08:01

ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. ერთკვირიანი დასვენება 8-დან 15 მარტამდე გაგრძელდება. ცნობილია ასევე, რომ ზაფხულის არდადეგები მოსწავლეებს კვლავ 15 ივნისიდან 15 სექტემბერამდე ექნებათ.

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.