გამწვანების აქცია №41 ბაღში

2018-03-07 12:28:58

ჭყონდიდიელის დასახლებაში, 41 საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გამიართა. აქციის ფარგლებში ნეკერჩხლის 40 ნერგი დაირგო. ხეების დარგვაში რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, და საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობდნენ.

"№41 ბაღი ემსახურება, რუსთავის ერთერთ ძირძველ დასახლებას, ჭყონდიდელის დასახლებას, ეს ბავშვები აქ ახლოს მდებარე სახლებში ცხოვრობენ, სკოლაც ახლოს აქვთ და ხეების ზრდასათან ერთად, კარგი იქნება თუ ექნებათ სურვილი, რომ ამ ხეებს ბოლომდე მოუარონ და მიიღონ ზრდასრული სახე" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ირაკლი ტაბაღუამ.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე