შემოქმედებითი საღამო თეატრში

2018-03-06 22:57:08

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში რუსთავის თეატრის მსახიობის, ეკა ქვრივიშვილის ახალი წიგნის – "ფარდის მიღმა" პრეზენტაცია გაიმართ. წიგნში, საუბარია თეატრზე, სადაც არტისტმა მრავალი წელი  გაატარა. ამასთანავე, მასში შესულია, როგორც ლექსები და მინიატურები, ასევე ჩანახატები და იგავ-არაკები. შეგახსენებთ, რომ ეკა ქვრივიშვილისთვის ეს რიგით მესამე კრებულია. შემოქმედებით საღამოს, მსახიობის კოლეგები, თეატრმცოდნეები, მეგობრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკა ქვრივიშვილი 1993 წლიდან რუსთავის თეატრის მსახიობია, ამ ხნის განმავლობაში მას უამრავი საინტერესო და წარმატებული როლი აქვს ნათამაშები. ბოლო სასცენო სახე კი სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა, რეჟისორ სოსო ნემსაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში "შეშლილის წერილები", სადაც ეკა ქვრივიშვილმა მოსამსახურე ქალი მავრა განასახიერა.

დღესვე მსახიობმა დამსწრე საზოგადოებას მისი მეოთხე კრებულის მოკლე შინაარსი გააცნო, რომელზეც ავტორმა მუშაობა უკვე დაიწყო.