რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში კინოჩვენება გაიმართა. მაყურებელმა სტუდია „გუთანის” მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი – „თავგანწირვის ტაძარი“ ნახა. ფილმი ოჯახის თემას ეხება და ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. დოკუმენტური ფილმის ჩვენაბა 2017 წელს საქართველოს მასშტაბით არის დაგეგმილი. ინიციატივას სათავეში საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება უდგას.