შეხვედრა რუსთაველ აბიტურიენტებთან [photo]

2018-03-06 22:29:18

UniGeo-საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დღეს რუსთაველ აბიტურიენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის მიერ შექმნილ შესაძლებლობებსა და საგრანტო კონკურს STEP FORWARD-2018-ზე, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად რუსთაველ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ცოდნით დაიფინანსონ სწავლა. კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან I-ზოგადი ტესტირება; II-არგუმენტირებული ესსე

ზოგადი ტესტირება მოიცავს 100 ქულას და 51 ქულის მოპოვების შემთხვევაში აბიტურიენტები მიიღებენ 1 000-ლარიან დაფინანსებას.

მთავარი საპრიზო ადგილები კი არგუმენტირებულ ესსედან ვლინდება I- ადგილი 10 000 ლ.; II- ადგილი 7 000 ლ.; III- ადგილი 5 000 ლ.;

საყურადღებოა ისიც, რომ როდესაც მთავარ საპრიზო ადგილს დაიკავებს აბიტურიენტი და თუ ამის გარდა მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს 100%-ის ოდენობით, ავტომატურად ის მოიპოვებს UniGeo-დან სამაგისტრო და სარეზიდენტო პროგრამების სრულიად უფასოდ სწავლის შესაძლებლობას.

საგრანტო კონკურსი STEP FORWARD-წინა წელსაც ჩატარდა რუსთავში. UniGeo-ში უკვე სწავლობენ გამარჯვებულები. STEP FORWARD-2018-ს მხარს უჭერს რუსთავის საკრებულო როგორც მომავალი სტუდენტების სწავლის დაფინანსების ერთერთ შესაძლებლობას. შეხვედრისას ერთერთი თემა იყო რამდენად შეუწყობდა ხელს UniGeo მის რუსთაველ სტუდენტებს მგზავრობის საფასურის თანადაფინანსებაში სადაც ადმინისტრაციამ მკაფიოდ აღნიშნა რომ ისინი უკვე ხედავენ მოგვარების გზებს და რუსთავის თვითმმართველობასთან ერთად იმუშავებენ ამ საკითხზე.