ფილმის პრემიერა რუსთავში

2018-03-06 21:49:16

ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის, "ექვთიმე ღვთისკაცი"-ს საპრემიერო ჩვენება რუსთავში 13 მარტსაა დაგეგმილი. ფილმის ნახვა ნებისმიერ მსრურველს  რუსთავის თეატრში შეეძლება. ჩვენება 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა კი მხოლოდ TKT.GE-ს გვერდზეა შესაძლებელი. ცნობილია, რომ ფილმის ჩვენების შემდეგ შემოქმედებით ჯგუფთან შეხვედრაც გაიმართება.

ფილმის გადაღებები საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქების პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა. ფილმში სიუჟეტი 1921-1945 წლებში ვითარდება. ფილმი ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს.

საინფორმაციო მხარდაჭერა "ინფო რუსთავი".

ფილმის რამდენიმე ეპიზოდი რუსთავში გადაიღეს.