რუსთაველები რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2018-03-06 19:41:55

"ინფო რუსთავს" თბილისიდან რუსთავში მომავალი მგზავრები დაუკავშირდნენ და არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. "ძალიან გთხოვთ თბილისი-რუსთავის, ალდაგის ხაზზე შექმნილ სიტუაციაზე მიაწვდიონოთ ხმა .... ამ წვიმაში ვდგავართ ერთადერთი დაკეტილი მარშუტკის წინ და ვერ მოვდივართ" - გვწერს თიკო კუჭუხიძე. არსებული ინფორმაციით ათობით მგზავრი გაჩერებაზეა და რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებს, სპორტის სასახლესთან იქ საიდანაც კომპანია "ინტერტრანსს" მგზავრები რუსთავის მიმართულებით გადაჰყავს მიკროავტობუსების სიმცირეა.