ირაკლი ტაბაღუა 24-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

2018-03-06 17:14:36

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მოსწავლეებმა მერთან ერთად ლიტერატურაზე ისაუბრეს, შემდეგ კი ქალაქის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს და ერთმანეთს საკუთარი ხედვა და მოსაზრებები გააცნეს. მოზარდების სურვილით, შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა, მას პედააგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მსგავს ღონისძიებას ირაკლი ტაბაღუა რუსთავის სხვა სკოლის მოსწავლეებთანაც გამართავს.