"არ არსებობს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი"

2018-03-06 16:38:51

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  ევროპაში თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და უვიზო მიმოსვლის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

"მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ის რაც არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიული შედეგი, რასაც ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი.“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, იანვარში საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში და მათგან, თითქმის, 100%-მა უარი მიიღო.