ქალაქის მერი "წითელ ჯვარს" ესტუმრა

2018-03-06 15:57:28

წითელი ჯვრის რუსთავის ორგანიზაციას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა სტუმრობდა. რუსთავის პირველი პირი თანამშრომლებს შეხვდა და იმ პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელსაც ორგანიზაცია წითელი ჯვარი რუსთავში ახორციელებს. სამუშაო შეხვედრაზე  მერმა ასევე მოისმინა მათი მოსაზრებები ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, განიხილეს არსებული პრობლემები და დასახეს სამომავლო გეგმა.