მსახიობს ოსკარი მოპარეს

2018-03-06 14:01:39

რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში, ოსკარების დაჯილდოების 90-ე ცერემონია გაიმართა. "ესოშიეითიდ პრესა" (AP) ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაჯილდოების შემდეგ წვეულებაზე ერთ-ერთი სტუმარი პოლიციამ დააკავა, მიზეზი ოსკარის მოპარვა გახდა. 47 წლის ტერი ბრაიანტმა ოსაკრი "საუკეთესო მსახიობი ქალის" როლში გამარჯვებულ ფრენსის მაკდორმანდს მოპარა.

ქურდობის ფაქტი პირველად ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა შენიშნა, რომელმაც ტერი ბრაიანტი ვერ იცნო და მიხვდა, რომ ის ოსკაროსანი მსახიობი არ იყო. ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით, ბრაიანტს 20 000 დოლარს შეუფარდებენ გირაოს სახით. უცხოურმა მედიამ შეძლო, დაეფიქსირებინა, როგორი თავდაჯერებული და ამაყია ქურდობაში ეჭვმიტანილი კამერებთან პოზიორობის დროს. იხილეთ ვიდეო.