საგამოძიებო მოქმედებები [video]

2018-03-06 11:36:51

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" 22 თებერვალს გაავრცელა. დღეს კი ფინანსთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ნახეთ ვიდეო.


 

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე, ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც  არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები  - "პოკერი" და ე.წ. "რულეტკა" აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდოდა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.