co-თი ინტოქსიკაცია 7-მა პირმა მიიღო

2018-03-06 11:16:30

დღეს, დილით მე-19 მიკრო-რაიონში 7 ადამიანი co-თი მოიწამლა, არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრია, აქედან ერთი კი მცირეწლოვანია. ადგილზე გამოძახებული იყო სასწარფო სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი. 4 ადამიანს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, 3 მათგანი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. "სოკარ ჯორჟია გაზი"-ს რუსთავის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა, კომპანიაში განმარტეს, რომ ბინაში წყალგამაცხელებელი არასწორად იყო დამონტაჟებული .