რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია შეეზღუდება

2018-03-05 21:38:35

კომპანია "ენერგო პრო" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 12:00 საათამდე შეეზღუდება რუსთავში მე-18 მიკრორაიონს. 11:00-დან 12:30 საათამდე - ლეონიძის და ქუთაისის ქუჩებს, ასევე მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს. 12:30-დან 14:00 საათამდე - ლომოურის, შარტავას, მეგობრობის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მე-15, მე-20, მე-7 და მე-7ა მიკრორაიონებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება."