"რუსთავმა" ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაიწყო

2018-03-05 20:16:52

დინამო "არენაზე" ეროვნული ლიგის  პირველი ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა, თუმცა პირველი ტაიმიგოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რუსთაველებმა "დინამოს" დაცვის დაბნეულობით ისარგებლეს და საჯარიმოში ჩაწოდებული პასი გიორგი გაბულოვმა თავით გაიტანა. ანგარიში 67 წუთზე გაიხსნა, სახიფათო ვითარება რამდენჯერმე შეიქმნა ორივე გუნდის კართან. 83 წუთზე თბილისელების შეტევის დროს "რუსთავის" საჯარიმოში უცეში თამაშისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ შეასრულდა და ანგარიშიც გაათანაბრა. ზუსტად 1 წუთში მსგავსი შემთხვევა ამჯერად უკვე "დინამოს" საჯარიმოში დაფიქსირდა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბექა მიქელაძემ შეასრულა და რუსთაველები კვლავ 1 ბურთით დააწინაურა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1:2 "რუსთავის" სასარგებლოდ დაფიქსირდა. ეს იყო ვალერი გაზაევის მწვრთნელობით რუსთაველების პირველი შეხვედრა და პირველი გამარჯვება.

იმის გამო რომ რუსთავის საფეხბურთო სტადიონი სავალალო მდგომარეობაშია, რუსთაველები მომდევნო შეხვედრას თბილისში, დიღმის სტადიონზე გამართავენ, სადაც ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებენ.