რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია

2018-03-05 18:39:23

შსს განცხადებას ავრცელებს. რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებამ დაადგინა, რომ 1999 წელს დაბადებული ნ.ც., წუხელ, გვიან ღამით, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა. მან იარაღის მუქარით გამყიდველს დაახლოებით 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნ.ც., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით

შეგახსენებთ, რომ ყაჩაღობის ფაქტი რუსთავში,ლეონიძის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.