მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობა ჯურხა ბენდელიანმა დაიკავა. საწარმოს დირექტორი რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ბრძანების საფუძველზე დაინიშნა, რომელიც უფლება-მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით ბენდელიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელის თანამდებობა ფრიდონ დვალაძეს ეკავა.