აივნების შეკეთება დასრულდა

2018-03-05 16:07:54

კოსტავას ახლად რეაბილიტირებულ გამზირზე დაზიანებული აივნების სარემონტო სამუშაოები დასრულდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე იანვრის თვეში დაახლოებით 10 აივნის ბათქაში ჩამოინგრა. დაზიანებული ფასადების სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის  განმავლობაში მიმდინარეობდა.  კომპანია ''დაგი''-ს წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა ხარვეზი გამოსწორებულია.

არსებული ხელშეკრულებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან 5 წლის მანძილზე აღმოჩენილი ზიანი გამოასწოროს და შეაკეთოს.