უკანონოდ განთავსებული ჯიხურები აიღეს

2018-03-05 21:41:13

რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონოდ განთავსებული ჯიხურები აიღეს.

ტერიტორიის უსახური ჯიხურებისა და უნებართვო შემოღობვებისგან გათავისუფლების სამუშაოები ამჯერად ლეონიძის 22-ში, მე-17 მ/ტ, თბილისის 29-ში, თბილისის 35-ში, მე-17/9, მესხიშვილის 4-ში, მშენებელთა 42-სა და მე-8 მიკრორაიონის N6 მ/ტ-ში განხორციელდა.

როგორც ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, ქალაქში რაიმე სახის მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ყველა კონსტრუქცია თუ შენობა-ნაგებობა თვითნებობად ჩაითვლება და ზედამხედველობის სამსახური შესაბამის ზომებს მიიღებს.

კერძოდ, პირველ ეტაპზე მსუბუქი კონსტრუქციის განმთავსებელს გაფრთხილება და რამდენიმე დღიანი ვადა ეძლევა, რათა ტერიტორია გაათავისუფლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტრუქციას ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იღებენ, პირს კი 500 ლარის ოდენობით ჯარიმა ეკისრება.

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე