რუსთავში წყალი გაძვირდა.

2016-12-27 14:27:25

სემეკის მიერ დადგენილი წყლის ტარიფის მიხედვით, კომპანია „რუსთავის წყალის“ მომხმარებლებს ტარიფი შეეცვალათ. კერძოდ, რუსთაველ აბონენტებს, რომლებიც მრიცხველის გარეშე მოიხმარენ წყალს, ტარიფი სულზე 13 თეთრით გაუძვირდათ. კომერციულ სექტორს კი კუბურ მეტრზე გადასახადი 45 თეთრით მოემატა. რუსთავში მცხოვრები გამრიცხელიანებული აბონენტებისთვის კი ტარიფი უცვლელი დარჩა.