მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2018-03-03 10:57:16

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.4 მარტს, სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 3 მარტი +12°C, 4 მარტი +16°C, 5 მარტი +13°C, 6 მარტი +9°C, 7 მარტი +13°C.