ინციდენტი საბავშვო ბაღში [video]

2018-03-02 18:24:47

თბილისში, კერძო საბავშვო ბაღის ''ჭიამაიას'' ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა. მშობელი ფაქტის დამადასტურებელ ფოტო და ვიდეო მასალასაც ავრცელებს. კადრში ჩანს როგორ ჰკიდებს მასწავლებელი თმაზე ხელს აღსაზრდელს. ქრისტინე მირზოიანი პედაგოგს, ბავშვზე განხორციელებული ძალადობის გამო უჩივის. ნახეთ ვიდეო.


''მშობლებო, მეგობრებო, მასწავლებლებო სამწუხაროდ ვავრცელებ ინფორმაციას ამ ეტეპზე ფოტოს სახით აღშფოთებული და დათრგუნული ვარ რაც შ.პ.ს. ბაგა-ბაღ'' ჭიამაია''-ში მოხდა ჩემი ვაჟის გ.გ.-ს თავს, ის გახდა ძალადობის მსხვერპლი მასწავლებლის მიერ და არაერთ გზის, ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ის ფაქტია რომ მტკიცებულება ვიდეო,ასევე ფოტოს სახით გადაეცა ყველა უწყება სადაც აშკარაა ძალადობა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში მე ვფიქრობ რომ ისევ ბნელა!! რეაგირება დღემდე არ მოყოლია და მასწავლებლისათვის ბრალდება არ არის წარდგენილი, როდესაც მტკიცებულებები და აღიარებითი ჩვენება უკვე აქვთ შსს და ასევე პროკურატურას, სამწუხაროდ დამნაშავე ჯერ კიდევ დასჯილი არ არის!! მე როგორც დედა გნადგურებული ვარ . 21 სუკუნის საქართველო სდუმს!!!” – ინფორმაცია ქრისტინე მირზოიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შსს-ში აცხადებენ, რომ  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მასწავლებელს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.