1040 ბენეფიციარს წინასაახალწლო ნობათი გადაეცემა.

2016-12-27 13:56:57

ხუბაშვილების სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა წინასაახალწლოდ ნობათი გადასცეს. ტკბილეული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებს პირადად მიუტანეს. ოჯახს კომუნალური გადასახადის გადახდის გამო, სოციალურად დაუცველის სტატუსი შეწვეტილი აქვს. მხარის პირველი პირი პაატა ხიზანაშვილი და რუსთავის მერი დავით ჯიქია, ოჯახს საკითხის გარკვევასა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

 

ქალაქის თვითმმართველობისგან წინასაახალწლო ნობათი 1040სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს გადაეცემა. მათგან 10 ოჯახს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დამდეგ ახალა წელს პირადად მიულოცავენ.