პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია

2018-03-02 13:09:05

მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირადობის მოწმობის აღება 1-ელ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლება. აღნიშნული აქცია 1-ელ მარტს დაიწყო. უფასო აქციით ისარგებლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი აქტიური დოკუმენტი არ გააჩნიათ; არასდროს ჰქონიათ აღებული მოქალაქის დოკუმენტები; პირებს, რომელთაც 1-ელ მარტამდე ნებისმიერი მიზეზით გაუუქმდათ ყველა დოკუმენტი. აქციის ფარგლებში ფოტოს გადაღებაც უფასოდ იქნება შესაძლებელი.

აქციით სარგებლობა შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაში, თუ პირი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ამის საფუძველზე გაუქმებული აქვს პირადობის მოწმობა და იდენტიფიცირებად მისამართზე გადის რეგისტრაციას. პირადობის აღება უფასოდ  შეუძლია ასევე იმ 17 წლის პირებსაც, რომელთაც 18 წელი 2018 წლის 1 ნოემბრისთვის უსრულდებათ.

 

აქცია მხოლოდ პირადობის მოწმობას შეეხება და პასპორტის აღება ჩვეულებრივი სტანდარტული ფასი ეღირება.