ცეცხლი ნარკოლოგიურ ცენტრში [photo]

2018-03-02 12:32:56

ძლიერი ხანძარი აზერბაიჯანში. ცეცხლი ბაქოში ნარკოლოგიური ცენტრის ერთსართულიან შენობაში გაჩნდა. დაღუპულია 24 ადამიანი. სახანძრო სამაშველო სამსახურმა 34 ადამიანის ევაკუირება მოახდინა, სამი მათგანი ადგილობრივ საავადმყოფოში არის გადაყვანილი. ხანძარი ნარკოლოგიურ ცენტრში დილის 6 საათისთვის გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი ელექტრო სისტემაში მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი