მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2018-03-02 10:28:13

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 – 3 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 2 მარტს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 3 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 2 მარტი +11°C, 3 მარტი +11°C, 4 მარტი +15°C, 5 მარტი +13°C, 6 მარტი +12°C.