ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა.

2016-12-27 12:06:42

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით ცოლმა 33 წლის მეუღლე ნაჯახით მოკლა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. მოკლულს სამი შვილი დარჩა, ოჯახის წევრები ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია, მომხდართან დაკავშირებით კი სისხლის სამართლის საქმე 11-108 მუხლით აღიძრა, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.