ჯარიმა კონდენციონერის მონტაჟზე

2018-03-07 19:03:59

"ინფო რუსთავი" შეეცადა გაერკვია შეუძლია თუ არა მოქალაქეს კონდენციონერის დამონტაჟება ნებართვის გარეშე. როგორც ირკვევა აუცილებელია მობინადრემ წერილობით შეატყობინოს რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურსს ცვლილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდეს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ უნებართვოდ დამონტაჟებული კონდენციონერი მოქალაქის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სამსახურში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე,ზედამხედველობის თანამშრომლები მოქალაქეს, გარკვეული ვადას მისცემენ, რათა არსებული დარღვევა გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.