ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

2018-03-01 17:50:23

თბილისში ვაკის პრკის მიმდებარედ ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა.მანქანაში მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი-საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.