გარდაიცვალა ზურაბ ვადაჭკორია

2018-03-01 10:47:43

ერთწლიანი ავადმყოფობის შედეგად, 57 წლის ასაკში ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა. ზურაბ ვადაჭკორია მძიმე დაავადებას ებრძოდა, ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ინსულტი განმეორდა. ცნობილი ილუზიონისტი კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით 2017 წლის 28 თებერვალს მოათავსეს. 2 თვე კომაში იმყოფებოდა, 19 აპრილს ილუზიონისტი კომიდან გამოვიდა. ექიმების პროგნოზით გადარჩენის შანსი მხოლოდ 1% იყო. ზურაბ ვადაჭკორიას 18 წლიდან სცენაზე იდგა. 18 მარტს მას ვარსკვლავს გაუხსნიან.