უბედური შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე

2018-02-28 17:55:45

ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით პაციენტი ტრამვული შოკით გარდაიცვალა,მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია

შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ. შემთხვევის ადგილიდან 3 მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კიამტელ ჰოსპიტალში“. 

შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულში პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს.