თბილისის საკრებულოს წევრი დააკავეს

2018-02-28 17:48:26

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს წევრი დააკავეს.

„ქართული ოცნების“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძეს ბრალად ქრთამის აღება ედება.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის  შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

ეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ გორგაძეს შეწყალების კომისიასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11  წლამდე ვადით.

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე