საცდელი ტესტირება ზოგად უნარებში

2018-02-28 13:40:17

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საცდელი ტესტირებისათვის რეგისტრაცია 300-მდე აბიტურიენტმა გაიარა. მათივე ინფორმაციით შესაძლოა ანალოგიური ტესტირება განმეორებითაც ჩატარდეს, რადგან მონაწილეობის მსურველი ბევრი იყო. საცდელი ტესტირება ზოგად უნარებში, დღეს 15:00 საათზე ჩატარდება.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ რომ, ზოგად უნარებში საცდელი ტესტირება იქნება საგამოცდო პროცესის ანალოგიური. აბიტურიენტები ნახავენ როგორ შეავსონ პასუხების ფურცელი, როგორი ტიპის დავალებები იქნება და ეს ტესტირება მათ საშუალებას მისცემს შეაფასონ საკუთარი თავი და უკეთესად მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის.

შეგახსენებთ,რომ გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად - მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება.