ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

2016-12-26 20:50:42

გაჩიანი-ლილოს გზაზე 2 დღის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარებოა ისევ მძიმეა. შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ოჯახი კახეთიდან რუსთავში ბრუნდებოდნენ რა დროსაც მათი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი. მსუბუქ ავტომობილში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა ავარიის შედეგად დაშავდნენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები და და. მამაკაცი ამ დროისთვის ცენტრალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გარდაცვლილის დედა კი მკურნალობას „კლინიკა რუსთავში“ გადის, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და მართვის სუნთქვაზეა გადაყვანილი. მცირეწლოვანი ბავშვი კი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებულია.