ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს

2018-02-27 15:07:58

თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში, ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბანკის ოფისში დილის 10:30 საათზე შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომელმაც თანხა მოითხოვა.

თავდამსხმელმა მცირე ოდენობის თანხის წაღება მოასწრო. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ამ დროისთვის სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე